არის შემთხვევები, როდესაც სახეზეა მწვავე ტიკური აშლილობა და მას თან ახლავს სხვა ემოციური თუ ნევროლოგიური მდგომარეობები. ასეთ დროს შესაძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები არ აღმოჩნდეს საკმარისი და საჭირო გახდეს სპეციალისტის მიერ მედიკამენტებით, კერძოდ ნეიროლეპტიკებით მკურნალობის დანიშვნა.
გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტი ამცირებს სიმპტომების სიხშირეს და ინტენსივობას, მაგრამ არ კურნავს სინდრომს. მედიკამეტის დანიშვნა უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ დიდი სიფრთხილით, რათა მაქსიმალურად იყოს გაკონტროლებული მათი მოქმედება და გვერდითი ეფექტი, როგრიცაა ხშირ შემთხვევაში წონის მატება და ემოციური ფონის მკვეთრი დაქვეითება.