ტიკური აშლილობა

თერაპიული მიდგომები

ტიკური აშლილობის შემთხვევაში, ხშირად ადამიანები მიმართავენ “ჩვევების შეცვლის” კურსს (Hebit Reversal /HR treatment protocol).

აღნიშნული კურსი მრავალკომპონენტიანია და რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  1. პირველ ეტაპზე, სეანსის განმავლობაში თერაპევტი ფოკუსირებულია იმაზე, რომ ტიკური აშლილობის მქონე პირს გაუზარდოს თვითკონტროლი და ტიკების სიხშირის გაცნობიერების ხარისხი. ასეთ დროს თერაპევტი აკვირდება , ახმოვანებს და ინიშნავს კლიენტის ტიკების სიხშირეს, მაგალითად -“ხელი”, “ ხელი”, ხელი”“თვალი”(ხელი -///, თვალი -/). შემდეგ კლიენტი აკეთებს თვითმონიტორინგს და აღრიცხავს გამოვლენილი ტიკების სიხშირეს და ფორმას. სესიები გრძელდება მანამ, სანამ კლიენტი შეძლებს ტიკების წარმატებულ აღრიცხვას დამოუკიდებლად.
  2. მეორე, რაზეც აღნიშნული მიდგომა კონცენტრირდება, არის ტიკების წინმსწრებ მდგომარეობებზე დაკვირვება. ხშირად, ადამიანებს აქვთ წინასწარი შეგრძნებები -ტიკების მოზღვავებამდე და როდესაც ხდება ამ წინასწარი მდგომარეობის იდენტიფიცირება, ასწავლიან, როგორ გააკეთონ პრევენცია- საწინააღმდეგო პასუხით მოსალოდნელ მოქმედებაზე. მაგალითად- თუ ტიკი ფეხის ცახცახით ვლინდება და ადამიანი მის მოახლოვებას გრძნობს, დაბლოკოს მუხლები ერთმანეთზე მიბჯენით. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეგრძნებების იდენტიფიცირება უფრო მოზრდილ ასაკშია შესაძლებელი და ისიც გარკვეული გადამზადების შედეგ. შესაბამისად, ეს მიდგომა არ არის ეფექტური 6- დან დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
  3. შემდეგი საფეხურია იმ გარემოებებზე დაკვირვება, რომელიც ტიკების გაინტენსიურების წინაპირობაა. ასეთი შეიძლება იყოს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა, სპეციფიკური გარემო, სიტუაცია. სასურველია, აღირიცხოს ასევე ის ფაქტორები, რომელიც შფოთვას და ტიკების გამოვლენას უმცირებს ადამიანს.

მართალია, ტიკების შემცირება ტიკის აღმოფხვრას და მათგან განკურნებას არ გულისხმობს, მაგრამ წინაპირობების გაგება ადამიანს დაეხმარება უკეთ ფუნქციონირებაში. მაგალითად,  როდესაც უწევს ისეთ გარემოში მოხვედრა, რომელიც იცის რომ მისი ტიკების მაპროვოცირებელია, წინასწარ გააკეთოს სპეციფიკური ვარჯიშები, რომელიც კუნთების რელაქსაციას და ტიკების სიხშირის შემცირებას შეუწყობს ხელს.

კუნთების რელაქსაციის ტექნიკები წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული მიდგომის ბოლო  საფეხურს.  როგორც წესი, ინდივიდები გადიან ხანმოკლე გადამზადების კურსს ტექნიკებზე და შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებენ მას.   განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

  • თავის უკან გადაქნვის ტიკის შემთხვევაში - თავის მაქსიმალურად წინ წამოწევა, მზერა იატაკის მიმართულებით, ნიკაპი მაქსიმალურად ებჯინება გულმკერდს და შემდეგ თავი ნელა უბრუნდება გამართულ პოზიციას.
  • თავის რხევის ტიკის შემთხვევაში - სასურველია იზომეტრიული, ანუ ძალისმიერი დაჭიმვა კისრის კუნთის- სტატიკურ პოზიციაში, თავის გამოძრავების გარეშე მანამ, სანამ დაძაბულობა დიდი დისკომფორტის წყარო არ გახდება, შემდეგ ნელა მოდუნება.
  • მხრების უნებლიე მოძრაობისას- მხრების დაშვება მაქსიმალურად ქვემოთ, ხელის კიდურების მოდუნება, მხრები სტატიკურ მდგომარეობაში დაჭიმვა, შემდეგ აზიდვა მაქსიმალურად და დაძაბვა დისკომპორტის გაინტენსიურებამდე. შემდეგ მოადუნება. იზომეტრიულ ვარჯიშებს აქვს კუნთის განმუხტვის და მოძრაობის უკუმოქმედებითი ეფექტი.
  • თვალების ხამხამისას - სწრაფი ნებისმიერი/ განზრახ ხამხამი 10 წამის განმავლობაში. შემდეგ მზერის გადაიტანა სხვადასხვა მიმართულებით და ყოველ ჯერზე მზერის  დააფიქსირება 5-10 წამით.
  • ტუჩების უნებლიე მოძრაობისას- ტუჩები ერთმანეთთან მიახლოვება და  ძლიერი დაწოლა გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ მოადუნება.
  • თითების კაკუნის ტიკის დროს- ეფექტიანია  რაიმეს ზედაპირზე ტიკის შენელებული იმიტაცია, თითების ძლიერი და ხანგრძლივი დაწოლით.
  • ვოკალური ტიკების შემთხვევაში- ეფექტურია რითმული სუნთქვა. ჰაერის ჩასუნთვა ხდება ნელა,  5-7 წამის განმავლობაში, ცხვირით; ამ დროს პირი მოკუმულ მდგომარეობაშია. ამოსუნთქვა უნდა აღემატებოდეს ჩასუნთქვის დროს. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის არ უნდა იყოს პაუზა, სუნთქვის შეკავება.

მნიშნვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანს ნებელობითი ქცევის განხორციელებისთვის სჭირდება მოტივაცია. ბავშვებს შესაძლოა უჭირდეთ იმის გაგება, თუ რატომ უნდა აღრიცხონ ტიკები ან აკეთონ ზემოთ ჩამოთვლილი ვარჯიშები, ამიტომ საჭიროა მშობლის ჩართულობა და საწყის ეტაპზე წამახალისებლების სისტემის გამოყენება, კერძოდ, რაიმე სასურველის შეთავაზება შესრულებული დავალების სანაცვლოდ. 

აღნიშნული მიდგომები ზრდის ტიკების შემცირების ალბათობას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს მათ აღმოფხვრას.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+