ტიკური აშლილობა

რეკომენდაციები

ოჯახის როლი 

ტიკური აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები, ხშირად ცდილობენ სხვადასხვა მიდგომების გამოყენებას შვილთან ურთიერთობისას. კვლევებზე დაფუძნებით ვლიდება, რომ მშობლებს უჭირთ, გამიჯნონ ქცევები, რომელიც არაკონტროლირებადია, ანუ ტიკები- პრობლემური ქცევებისგან. ამის გამო, ისინი ხშირად სწორად და თანმიმდევრულად ვერ იყენებენ ქცევის მართვის და უკუკავშირის მიწოდების ხერხებს. მსგავსი შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა მშობელთა ცნობიერების ამაღლება ტიკებისა და მის თანმხლებ პრობლემებთან დაკავშირებით.

ზოგჯერ, მშობლები თავს არიდებენ ბავშვის მიუღებელ ქცევებზე რეაგირებას, შენიშვნის მიცემას, რადგან ეცოდებათ ბავშვი და თავს დამნაშავედ მიიჩნევენ მისი პრობლემის გამო. ასეთი მიდგომის (ქცევის მართვის წესების იგნორირების გამო) ხშირად, ტიკური აშლილობის მქონე ბავშვებს,  ქცევის პრობლემებიც აღენიშნებათ.

რეკომენდაციები მშობლებისთვის: 

  • სასურველია, მშობლებმა ასტიმულირონ ბავშვის მხრიდან მისაღები ქცევების გამოვლენა ( წაახალისონ, დააჯილდოვონ ბავშვი სასურველი/ მისაღები ქცევებისთვის)
  • არ აარიდონ ისინი სხვადასხვა საქმიანობასა და პასუხისმგებლობას, რადგან ბავშვმა ისწავლოს სტრესორებთან და პრობლემურ სიტუაციებთან დამოუკიდებლად გამკლავება, რაც მას მომავალში ტიკური აშლილობის და მისგან გამოწვეული პრობლემების მართვას გაუადვილებს.
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს დღის რუტინა, რაც გულისხმობს რეჟიმს, ერთიდაიგივე აქტივობების ერთსა და იმავე დროს შესრულებას (დილით ადგომა, მომზადება, საუზმე, სკოლის შემდგომი აქტივობები, ძილის დრო). რაც უფრო პროგნოზირებადია მიმდინარე მოვლენები და მათი თანმიმდევრულობა ბავშვისთვის, მით ნაკლებია ტიკების გამოვლენის სიხშირე.
  • მნიშვნელოვანია თავად მშობლების  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათი ემოციურ სირთულეების გადალახვაზე ზრუნვა.მშობლების ოპტიმისტური ხედვა და მათი მხრიდან სპეციალისტების მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინება, დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მის ყოველდღიურობაზე. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ბავშვის მდგომარეობა აღიქვან რეალისტურად, საკითხზე იფიქრონ ნეგატიური გადაჭარბების გარეშე, დააბალანსონ საკუთარი აზრები და ცხოვრების სტილი, რათა მუდმივად არ იყვნენ შვილის დიაგნოზსა და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ორიენტირებულები.
  • მნიშვნელოვანია, ბავშვის მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა სოციალურ გარემოში, როგორიცაა: თეატრი, მაღაზია, რესტორანი, სტუმრად წასვლა.  ეს დაეხმარება როგორც ბავშვს, ასევე მშობელს, გამოიმუშაონ დაძლევის ადეკვატური სტრატეგიები სხვა ადამიანების რეაგირებების მიმართ და აღარ იყოს  უცხო გარემო  მათთვის სტრესული.
  • დააკვირდით ბავშვის ძლიერ მხარეებს და ჩართეთ ის იმ სპორტულ თუ შემოქმედებით აქტივობაში, სადაც თავს წარმატებულად გრძობს. ეს დაეხმარება მას ადექვატური თვითშეფასების ფორმირებასა და თავდაჯერებულობაში.
  • გააცანით ბავშვს ინფორმაცია მისი დიაგნოზის შესახებ და აუხსენით, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, აუხსნას მასწავლებელს თუ თანატოლს მისი დიაგნოზის შესახებ. რომ ტიკი -ეს არ არის განზრახ გამოვლენილი ქცევა. ტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება მასწავლებელსა და მეგობრებს დაეხმარება სწორი დამოკიდებულებისა და რეაგირების ადეკვატური ფორმების გამოხატვაში.
  • იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ტიკის გამო ჩაგვრის მსხვერპლი ხდება სკოლაში, მშობელმა აუცილებლად უნდა ჩართოს დირექცია თუ სპეციალისტების გუნდი, რომ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები. 

და-ძმასთან ურთიერთობა

ტიკური აშლილობის მქონე ბავშვის და ან ძმა, ხშირად აღნიშნავენ, რომ განიცდიან სირცხვილს, როდესაც მისი და ან ძმა სხვების თანდასწრებით ავლენს ტიკებს. ამის გამო, ხშირად ისინი თავს არიდებენ მეგობრების ოჯახში მიწვევას ან ოჯახთან ერთად საზოგადოებირივი თავშეყრის ადგილებში ვიზიტს. თუ ტიკის შინაარსი ისეთია, როგორიცაა: უცენზურო სიტყვა, ჟესტი, ხელის კვრა ხშირად ეს გამოვლენას პოულობს გვედით მყოფი და-ძმის მისამართით, ისინი კი საპასუხოდ ცდილობენ ჩაუხშონ ტიკები უხეში კომენტარით, ან ფიზიკური აგრესიით. აღნიშნული პრობლემების შესამცირებლად, მშობელმა დიაგნოზის გაგებისთანავე, მნიშვნელოვანია, აცნობოს  შვილებს ამ დარღვევის შესახებ. კერძოდ, ესაუბროს მათ, რომ ტიკის გაკონტროლება, ისევე როგორც სლოკინის, ძნელია; რომ ის არ არის გადამდები და რომ იგნორირება ყველაზე გარგი გამოსავალია ტიკების შესამცირებლად. რაც შეეხება სხვების რეაქციებს და სირცხვილის გრძნობას, ეცადეთ ასაუბროთ ბავშვებს მათი ემოციების შესახებ და აუხსნათ, რომ თუ ვინმეს ტიკზე გაეცინა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ან მის ოჯახის წევრს დასცინის.

ხშირად, როგორც მწვავე, ასევე მსუბუქ ტიკურ აშლილობასთან შეგუების პროცესი ოჯახის წევრების მხრიდან დიდ მოთმინებას და ცოდნას მოითხოვს. ასეთ დროს, სასურველია კონსულტაციის მიღება სპეციალისტებისგან და ოჯახის ფსიქო-განათლება, რაც ხელს შეუწყობს  ოჯახის ფუნქციონირების დაღვევის პოტენციური რისკების, ხოლო ბავშვის შემთხვევაში კი ტიკების ინტენსივობის შემცირებას.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+