ტიკური აშლილობა

ტიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზები

Preview

ერთი, კონრეტული მიზეზი, რომელიც ახსნის ყველა სახის ტიკის წარმოშობის და გამოვლენის საფუძვლებს, არ არსებობს. გარდამავალი ტიკების შემთხვევაში შესაძლოა, მხოლოდ გარემო ფაქტორების ნეგატიურ ზემოქმედებასთან (ახლობლის გარდაცვალება, ძალადობა ოჯახში, მშობელთან განშორება, დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები სკოლაში და ა.შ. ან იყოს ტიკის მაპროვოცირებელი და/ან შენამარჩუნებელი პირობები) გვქონდეს საქმე- ყოველგვარი ფიზიოლოგიური პრობლემის გარეშე და ამ მატრავმირებელი მოვლენის  მოგვარებისთანავე ტიკებიც გაქრეს. მაშინ, როცა ტურეტის სინდრომისა და ქრონიკული ტიკური აშლილობის შემთხვევაში, გამოხატულია მდგომარეობის განმაპირობებელი ფიზიოლოგიური საფუძველი.

დადასტურებულია ტიკების გენეტიკური წარმომავლობა და მემკვიდრული ტენდენციაც. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ცხადყოფს, ტურეტის სინდრომისა და ქრონიკული ტიკური აშლილობის დროს, თავის ტვინის კონკრეტულ უბანში (ქერქი -ზოლიანი სხეულის და თალამუსისა და ქერქის დამაკავშირებელი გზა) ნეიროტრასმიტერების გამოთავისუფლების შეკავების დარღვევას. ასევე, ხშირად გამოხატულია შუბლის წილის ფუნქციონირების დეფიციტი და ჰემისფეროთაშორისი კავშირის დარღვევაც.  ტურეტის სინდრომის დროს, დამატებით ვხვდებით თავის ტვინის იმ სტრუქტურებისა და ბირთვების აქტივობის დაქვეითებას,  რომელნიც ჩართულნი არიან არასაჭირო იმპულსების შეკავების პროცესში.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+