ადამიანები ხშირად ვახორციელებთ არასაჭირო, არამიზანმიმართულ განმეორებით ქცევებს, მაგალითად, პატარა ნივთის ტრიალი, თითებით მუხლებზე კაკუნი და აშ., მაგრამ ეს არ განიხილება, როგორც კლინიკური პრობლემა. იმიტომ, რომ მაგალითად, ნივთის ტრიალი თუ სხვა მსგავსი ქცევები, რომელიც არ წარმოადგენს ტიკს, ჩვენ შეგვიძლია შევაკავოთ მათზე ყურადღების მიქცევის შემდეგ. ასეთია ჩვევაც, ის შეიძლება მეორდებოდეს ჩვენ ყოველდღიურობაში, მაგრამ სრულიად ექვემდებარება ნებელობით კონტროლს; შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი შეცვლა. თუმცა, როცა გვაქვს ჩვევები, რომლებიც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, ან შიში აპროვოცირებს, მისი შეცვლა გარკვეულ დროს მოითხოვს.
პარადოქსია, რომ ტიკი უნებლიეა და ამავდროულად მხოლოდ ნებელობით კუნთებს მოიცავს, ისეთი კუნთები, რომელიც არეგულირებს გულის მუშაობას, სუნთქვას ან სხვა ავტომატურ რეაქციებს, არ წარმოშობენ ტიკებს.