არსებობს ტიკურ აშლილობათა სამი ფორმა:
- ტურეტის სინდრომი
- ქრონიკული მოტორული ან ვოკალური ტიკური აშლილობა
- გარდამავალი ტიკური აშლილობა.
ტურეტის სინდრომი
ნევროლოგიური, ქრონიკული ხასიათის დარღვევაა და ხასიათდება განმეორებითი, უნებლიე, როგორც მოტორული, ასევე ვოკალური ტიკებით. ტიკების გამოვლენის სიხშირე და სიძლიერე შესაძლოა ცვალებადობდეს.
ტურეტის სინდრომი ტიკების ყველაზე რთულ ფორმად მიიჩნევა. აღსანიშნია, რომ ტურეტის სინდრომის შემთხვევაში, ხშირად ვხვდებით სხვა შფოთვით და ნევროლოგიურ დარღვევებსაც. (როგორებიცაა: ობსესიურ კომპულსური აშლილობა და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი).
ქრონიკული მოტორული ან ვოკალური ტიკური აშლილობა
ქრონიკული ტიკური აშლილობა ერთი ან რამდენიმე სახის მოტორული ან ვოკალური ტიკით ვლინდება, მაგრამ არა ორივე მათგანით. ტიკები უეცარი აფეთქების სახეს ატარებს, რასაც მოსდევსხომე მდგრადი შეკავება გარკვეული პერიოდით. მნიშვნელოვანია, რომ ქრონიკული ტიკური აშლილობისას ტიკების ფორმა და სიხშირე ასაკთან ერთად იცვლება.
გარდამავალი ტიკური აშლილობა
გარდამავალი ტიკური აშლილობა ტიკების სხვა ფორმებს შორის ყველაზე ხშირია. დაწყებითი კლასების მოსწავლეთა 10%-ში ვლინდება. ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს უეცარ ახნმოკლე, განმეორებად მოძრაობებს ან ხმებს (ვოკალიზაციას).
აღნიშნული ტიკები ძირითადად ვლინდება რამდენიმე თვით, პერიოდულად ჩნდება და ქრება ისე, რომ არ ატარებს უწყვეტ ხასიათს ერთი წლის განმავლობაში.