ეპილეფსია

ყოველთვის ნიშნავს თუ არა გულყრა ეპილეფსიას?

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ტიპის გულყრა არ არის ეპილეფსიური წარმოშობის. სამედიცინო კვლევების შემდეგ შეიძლება დადგინდეს, რომ გულყრა გამოწვეულია არა ეპილეფსიის, არამედ  სულ სხვა სამედიცინო მდგომარეობით და, შესაბამისად, მკურნალობაც იმ დაავადების საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა წარიმართოს. 

ეპილეფსიური გულყრების მსგავსი შეტევები ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:

  • სინკოპე - გულის წასვლა;
  • ფსიქიკური აშლილობები (ისტერია, პანიკური შეტევები, ტანტრუმის და მრისხანების შეტევები, უყურადღებობა და ფიქრებში წასვლა);
  • ძილის დარღვევები (სომნამბულიზმი, ჰიპნოტური რეფლექსები, ძილთან დაკავშირებული რიტმული მოძრაობები, პარასომნიები, ძილის დამბლა,  ნარკოლეფსია);
  • შაკიკი ან/და შაკიკის მსგავსი მდგომარეობები;
  • მოძრაობის დარღვევები (ტიკები, ნევროტულობა,  შიში და შფოთვა, სტერეოტიპული მოძრაობები).

აღნიშნულის გარდა, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც დგინდება ეპილეფსიური გულყრის/გულყრების არსებობა, მაგრამ ეპილეფტოლოგი თავს იკავებს გულყრების საწინააღმდეგო წამლების (ანტიკონვულსანტების) დანიშვნისგან.  ასეთ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების დაწვრილებითი ანალიზის საფუძველზე და ამ საკითხების პაციენტთან/მისი ოჯახის წევრებთან განხილვის შემდეგ.

მაგალითად, ანტიკონვულსატი შეიძლება, არ დაინიშნოს ისეთ შემთხვევებში,

  • თუ ადამიანს ჰქონდა ერთი ეპილეფსიური გულყრა და მისი განმეორების შანსი დაბალია;
  • თუ ეპილეფსიური გულყრა პროვოცირებულია რომელიმე აგენტით,  რაიმე შინაგანი ან გარემო ფაქტორით;
  • თუ ეპილეფსიის კლინიკური და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები  მიუთითებენ თვითგანკურნებადი ეპილეფსიური სინდრომის არსებობაზე და სხვა.
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+