ეპილეფსია

როგორ ვლინდება ეპილეფსიური გულყრა?

Preview Preview

ეპილეფსიური გულყრის ფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ნეირონების ელექტრული აქტივობის გარდამავალი დარღვევა, რაც გარეგნულად  სხვადასხვა ფორმით ვლინდება. გულყრის გამოვლენის ტიპი და  ადამიანის ფუნქციონირებაზე მისი ზეგავლენის ხარისხი დამოკიდებულია თავის ტვინში ელექტრული აქტივობის აღმოცენების ლოკაციაზე, გავრცელების არეალზე და გულყრის მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე.

როგორც წესი, გულყრას აქვს თავისი საწყისი, უშუალოდ გულყრისა და გულყრის შემდგომი პერიოდები, თუმცა,  გარეგნულად ეს ეტაპები ერთმანეთისგან რთული გასარჩევია.

ზოგადად, ეპილეფსიური გულყრები შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც შენახული, ისე დათრგუნული ცნობიერების ფონზე

როდესაც ეპილეფსიური გულყრა იწყება შენახული ცნობიერების ფონზე, ადამიანი გრძნობს გულყრის დაწყების ეტაპს. ასეთი პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წამი ან გახანგრძლივდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უჩვეულო შეგრძნებები, უმიზეზო ხასიათობრივი, ქცევითი ან ფსიქიკური ფუნქციების ცვლილებები. ვინაიდან ასეთი ტიპის გულყრების დროს ადამიანს ცნობიერება არ ეთრგუნება, მას შეუძლია შეტევის პროცესის თვითმართვა და დაზიანების თავიდან აცილება (აქტივობის შეცვლა, ან საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების მიღება). მაგრამ თუ ამ ტიპის გულყრას, მისი მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე მოსდევს ცნობიერების დათრგუნვა, ასეთ დროს ადამიანი კარგავს რა თავისი თავის კონტროლს, ვეღარ უზრუნველყოფს გულყრის თვითმართვასა და სხვადასხვა მატრავმატიზებელი მოვლენების პრევენციას (დამწვრობები, მოტეხილობები, ავტოავარიები და სხვ.)

ცნობიერების დათრგუნვის გარეშე მიმდინარე გულყრის საწყის ეტაპზე ყველაზე ხშირად შემხვედრი  სიმპტომებია:

ა) ცნობიერების, შეგრძნებების, ემოციებისა და აზროვნების მხრივ:

  •  „დეჟავუ“  - უკვე ნანახის განცდა (შეგრძნება, თითქოს ადამიანი, ადგილი, სიტუაცი ან სხვა რაიმე მისთვის ნაცნობია  მაშინ, როდესაც მანამდე არასდროს უნახავს ან განუცდია);
  • „ჟამევუ“ - ნაცნობი სიტუაციის უცხოდ აღქმა (როდესაც ადამიანი რაიმე ნაცნობ სიტუაციას/პიროვნებას/ადგილს აღიქვამს როგორც უცხოს ან მისთვის უცნობს).
  • სიტუაციასთან შეუსაბამო სუნი, გემო, ხმები;
  • მხედველობის ბუნდოვანება (ღრუბელი), მოციმციმე ვარსკვლავები, ფორმაშეცვლილი საგნები; მხედველობითი ჰალუცინაციები /მცდარი აღქმა;
  • უცნაური შეგრძნებები (სითბოს, დენის გავლის, ან ენით აღუწერელი)
  • შიში/ შფოთვა;
  • სასიამოვნო შეგრძნებები;
  • აზროვნების აჩქარება/შენელება

ბ) ფიზიკური ცვლილებების მხრივ:

  • თავბრუხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • დაბუჟება ან ჩხვლეტა სხეულის რომელიმე ნაწილში.
  • მეტყველების სირთულეები/შეუძლებლობა შენახული მხედველობისა და სმენის პირობებში.

ხშირად, ეპილეფსიური გულყრა მხოლოდ ამ სიმპტომებით შემოიფარგლება და მთავრდება. ზოგჯერ კი  ამ სიმპტომებით იწყება და მოჰყვება ცნობიერების დათრგუნვაც, რომლის დროსაც შეიძლება გამოვლინდეს:

  • მზერის ფიქსაცია ერთ წერტილში, სახეზე უაზრო გამომეტყველება;
  • რამდენიმე წამით ქმედების უეცარი შეჩერება და უეცარი აღდგენა;
  • არაადეკვატური ქმედება (ხელებით ძებნითი მოძრაობები, უაზრო სიარული ან სირბილი, ტანსაცმლის გახდა/ჩაცმა, ლოგინის დალაგება, აგრესიული ქცევა). ასეთი ტიპის შეტევის პერიოდში, ერთი შეხედვით, ადამიანი თითქოს შენახული ცნობიერებით მოქმედებს, თუმცა, მიმართულ შეკითხვაზე იძლევა ბუნდოვან ან არაადეკვატურ პასუხს, ან საერთოდ არ რეაგირებს.

შეტევის ჩამთავრების შემდეგ, ზოგჯერ, მოთენთილია ან იძინებს ხოლო შეტევის შემდეგ მისი მიმდინარეობის პერიოდში საკუთარი ქმედებების შესახებ არაფერი არ ახსოვს.

როგორც შენახული, ისე დათრგუნული ცნობიერების ფონზე მიმდინარე გულყრების ამ პერიოდებს, იქტურ ფაზას უწოდებენ. ეს არის პერიოდი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან გულყრის დასრულებამდე და უშუალოდ უკავშირდება თავის ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიური ელექტრული აქტივობის დარღვევებს, რაც, შეიძლება,  ელექტროენცეფალოგრამაზე (ეეგ) გამოვლინდეს პათოლოგიური რხევების აღმოცენებით.

ცნობიერების დათრგუნვით მიმდინარე შეტევების დროს ყველაზე ხშირად ვლინდება:

  • საუბრის სირთულეები - ადამიანმა, შესაძლოა, შეწყვიტოს საუბარი,  გამოთქვას გაუგებრი ბგერები ან საუბარი გააგრძელოს  აზრს მოკლებული ფრაზებით;
  • ყლაპვითი, ღეჭვითი ან ძებნითი მოძრაობები, თვალების სწრაფი, განმეორებადი ხამხამი;
  • თვალების მიბრუნება რომელიმე მხარეს (მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ), მზერის ფიქსირება ერთ წერტილში, სახეზე უაზრო გამომეტყველება;
  • გადაადგილებისა და მოძრაობის სირთულეები - მოძრაობის შეუძლებლობა,  ვლინდება კუნთური ტონუსის დაქვეითება და ვარდნა ან თავის ჩაქინდვრა; კუნთური ტონუსის მომატება და სხეულის სხვადასხვა ნაწილების (კისერი, კიდურები) ძლიერი დაჭიმულობა, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს ვარდნაც.  კანკალი (ტრემორი), კრუნჩხვა - რიტმული მოძრაობები, რომლებიც,  შესაძლოა განვითარდეს სახეზე, კიდურებზე ან მთელ სხეულზე, სხეულის ერთ-ერთ ან ორივე მხარეს;  შესაძლოა, დაიწყოს სხეულის ერთ უბანში და მოიფარგლოს ამავე უბნით, ან გავრცელდეს სხვა უბნებზეც და მოიცვას მთელი სხეული.
  • გულყრამდე დაწყებული მოძრაობების გაგრძელება - ადამიანმა, გულყრის ჩამთავრების შემდეგ, შეიძლება გააგრძელოს ის აქტივობა, რასაც აკეთებდა გულყრის დაწყებამდე;

გულყრის დასასრული

გულყრის ჩამთავრების შემდეგ დგება გულყრის შემდგომი, ერთგვარად აღმდგენი პერიოდი ანუ პოსტ-იქტური ფაზა - ზოგჯერ ადამიანი სწრაფად იბრუნებს გულყრამდელი პერიოდის მდგომარეობას, ზოგჯერ კი ეს ფაზა გრძელდება რამდენიმე წუთი/საათი და შემდეგ გადადის ძილში, ან პირიქით გამოხატულია აგზნება და უმიზნო სიარული (ცდილობს გაქცევას, აგრესიულია). გულყრის შემდგომი მდგომარეობის ბუნებას განსაზღვრავს ეპილეფსიური გულყრის ტიპი, თავის ტვინში მისი აღმოცენების საწყისი კერის ლოკალიზაცია და ეპილეფსიური აგზნების გავრცელების არე.

ეპილეფსიური გულყრის დასრულების შემდგომ ხშირია:

(ა) ცნობიერების, შეგრძნებების, ემოციებისა და აზროვნების ცვლილებები, კერძოდ:

  • რეაგირების დაქვეითება ;
  • მოთენთილობა და ძილიანობა;
  • დაბნეულობა, გაბრუება, თავბრუხვევის შეგრძნება;
  • მეხსიერების  დაქვეითება;
  • ლაპარაკის ან წერის გაძნელება;
  • უგუნებობა,  დეპრესია სიბრაზის განცდა;
  • შიში და შფოთვა;
  • იმედგაცრუება, სირცხვილის განცდა (განსაკუთრებით, პუბერტატის ასაკისა და ახალგაზრდა პირებში);

(ბ) ფიზიკური ცვლილებების მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ენაზე ნაკბენი  - კუნთების დაჭიმვის (ტრიზმი) დროს კბილებს შორის ენის მოყოლის გამო;
  • ფიზიკური დაზიანებები - დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევები, ნახეთქები,   ჭრილობები, მოტეხილობა, დამწვრობა, ქალა-ტვინის ტრავმები (გულყრის დროს ვარდნის შედეგად);
  • კიდურების გარდამავალი სისუსტე (დამბლა);
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა/ღებინება, ან კუჭ-ნაწლავის მოქმედების აშლილობა;
  • გაძლიერებული  წყურვილის შეგრძნება;
  • მოშარდვის დაუოკებელი სურვილი ან უნებლიე შარდვა/დეფეკაცია. 
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+