აუტისტური სპექტრის დარღვევა

დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე მუშაობის რეკომენდაციები

ყოველდღიური დამოუკიდებლობა შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან და შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: პირადი ჰიგიენა და საკუთარი თავის მოვლა, ბანაობა, ტუალეტის მოხმარება, ჩაცმა/გახდა, კვება, ფუნქციური მობილობა, პირადი ნივთების მოვლა და სხვა. ასევე, მოგვიანებით ეტაპზე მოიაზრება ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: ტრანსპორტის გამოყენება, ფინანსების განკარგვა, საყიდლებზე წასვლა, საჭმლის მომზადება, სახლის საქმიანობები.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის შესაძლოა გართულებული იყოს ყოველდღიური საქმიანობების შესრულება. შესაბამისად, მისი წახალისება და სწავლება რეკომენდირებულია  ადრეული ასაკიდანვე.

ამ უნარებზე ყველაზე აქტიურად მუშაობს როგორც ოკუპაციური თერაპევტი, ასევე ბავშვის ოჯახი. მათ შეთანხმებულ და კოორდინირებულ მოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გამომდინარე იქედან, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია - შეფასება და სამუშაო გეგმის შედგენა ხდება ინდივიდუალურად, ხოლო მის განხორციელებაზე მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოში. მაგალითად სკოლა, რეაბილიტაციის ცენტრი, სათამაშო მოედანი და სახლი. ეს უკანასკნელი თამაშობს უმთავრეს როლს აღნიშნული უნარების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში.

დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების სწავლების პროცესში თანმიმდევრულ მიდგომასა და პრიორიტეტული საკითხის გამოყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა განისაზღვროს თუ საიდან დაიწყოს მუშაობა, რათა ბავშვი არ გადაიტვირთოს რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებით.

პროცესში  მნიშვნელოვანია ზოგიერთი ძირითადი სტრატეგიის გათვალისწინება:

  • აქტივობის დაყოფა მის შემადგენელ ნაბიჯებად და თანმიმდევრულად სწავლების წახალისება. მაგალითად ხელების დაბანის დროს, თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება ონკანის მოშვებაზე, შემდეგ ხელების წყლით დასველებაზე და ა.შ.
  • ხშირი განმეორება - ამა თუ იმ უნარის გამომუშავებისთვის, რეკომენდირებულია ინტენსიური მუშაობა და ხშირი პრაქტიკა. მაგალითად კოვზით დამოუკიდებლად კვების ხელშეწყობა ყოველდღიურად.
  • დახმარების ხარისხის განსაზღვრა - მნიშვნელოვანია ბავშვის წახალისება და მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება არსებული უნარების მაქსიმალურად გამოსავლენად. ასევე, უნდა განისაზღვროს დახმარების ხარისხი, რომელიც არ უნდა იყოს გადაჭარბებული. მაგალითად ბავშვმა უნდა დაივარცხნოს თმები დამოუკიდებლად, იმ შემთხვევაშიც თუ ამას დიდ დროს ანდომებს.
  • აქტივობების გამარტივება - თუ ბავშვს უჭირს კონკრეტული მოქმედების შესრულება, ამ დროს ხდება მისი გამარტივება. მაგალითად ჩაცმა/გახდის სწავლებისას, მუშაობის დაწყება შესაძლებელია შედარებით დიდი ზომის ტანსაცმლის გამოყენებით ან დიდი ზომის ღილების და თასმების შერჩევა შესაკრავების სწავლებისას.
  • გარემოს მორგება - მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის ფუნქციურ დამოუკიდებლობაში, რათა ეფექტურად ჩაერთოს ყოველდღიურ აქტივობებში. მაგალითად: სათანადო სიმაღლის პირსაბანი, საჭირო ნივთების ორგანიზება, სათანადო სიმაღლეზე დალაგება და სხვა.
Close Dialog
About Sheaghe

You can use Sheaghe to search for any type of rehab service in Georgia. We have a whole database of service providers on the website; each of them registered according to their location, category of service and the types of service they provide.

Using the search tool on the home page of Sheaghe, you can search for registered services by name, region, exact address, or by using keywords that describe the service you are looking for. Alternatively, or for a broader search, you can browse the categories of service, all of which are listed on the right hand side of the home page.

Once your search results appear on the map, simply click on the marker to learn more about that specific service. From here, you can also follow the link to the Service Provider’s profile page, which gives you more detailed information about the services they provide as well as how to find them. You can also message the service provider directly through Sheaghe by using the instant messaging feature at the bottom of the Service Provider’s Profile page.

If you are a service provider and would like to know more about registering your services on Sheaghe, please see here

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+