აუტისტური სპექტრის დარღვევა

მდგომარეობის მართვის ზოგადი რეკომენდაციები

გამომდინარე იქიდან, რომ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს უჭირთ ახალ სიტუაციასთან შეგუება, მათ გარემოში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს თანდათანობით, ეტაპობრივად. ეფექტურია გრაფიკული ნახატების და რეალური სურათების გამოყენება ახალი სიტუაციის გასაცნობად, მანამ, სანამ ბავშვს მოუწევს ამ გარემოში მოხვედრა.

ყოველდღიური აქტივობების ვიზუალური განრიგი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამხმარე კომპონენტს როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ვიზუალური განრიგის მეშვეობით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლე უკეთ იგებს, თუ რა აქტივობებია დაგეგმილი და რა თანმიმდევრობით.  აღნიშნული სტრატეგია ამცირებს მეხსიერების და დროის მართვის სირთულეებით გამოწვეულ პრობლემებს; ეხმარება ენის გააზრების პრობლემების მქონე ბავშვებს გაიგონ ის, თუ როდის რა მოლოდინები აქვთ მათგან.

ყოველდღიური და ყოველკვირეული აქტივობების სტრუქტურის შექმნა და წინასწარ გაცნობა, ამცირებს შფოთვის დონეს და შესაბამისად, რთული ქცევების წარმოშობის ალბათობას.

დღის რუტინული აქტივობების სწავლებისას გამოიყენეთ შესაბამისი მოქმედების ამსახველი დასურათებული წიგნები ან ბარათები, რადგან, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების უმეტესობა ინფორმაციას მხედველობით უკეთ აღიქვამს, ვიდრე სმენით.

Preview

ყოველდღიური უნარ-ჩვევების, მაგალითად ხელების დაბანის, ან ჩაცმის სწავლებისას საჭიროა ქცევის დანაწევრება და თითოეული მოქმედების ამსახველი ბარათის თანხლებით სწავლება.

სწავლებისას ეფექტურია მოდელირება, გააკეთეთ იმ მოქმედების პარალელური იმიტაცია, რის შესრულებასაც მისგან ითხოვთ, მაგალითად, აიღეთ საპონი შეუშვირეთ ხელები ონკანს (ხელის დაბანის სწავლებისას).

Preview

დამატებითი რეკომენდაციები
 

  • ხშირად დამხმარეა სოციალური მოთხრობების შექმნა, სადაც მარტივი წინადადებებით და ნახატებით ბავშვს მიეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები / რა ქცევას მოელიან მისგან და რა შედეგი მოჰყვება მის ქცევას.
  • წარმატებით შესრულებული ყოველი აქტივობა განუმტკიცეთ, დააჯილდოვეთ. დადებით განმამტკიცებლად გამოიყენეთ ბავშვისათვის საინტერესო ნივთი ან აქტივობა.
  • მოახდინეთ რეაგირება- სოციალურად მიუღებელი და ზიანის შემცველი ქცევების მიმართ. ხშირად, ასეთ ქცევას ბავშვი ავლენს შფოთვის შესამცირებლად და უსიამოვნო სიტუაციისგან თავის ასარიდებლად. დააკვირდით, თუ როდის იჩენს თავს მსგავსი არა ადაპტური ქცევა, რა უძღვის წინ და რა შედეგი მოჰყვება მას. იმისათვის, რომ ქცევა შეიცვალოს, უნდა მოხდეს მისი წინმსწრები მოვლენის შეცვლა, ან შედეგის მოცილება/ ჩანაცვლება.
  • თუ ბავშვი მექანიკურად იმეორებს სიტყვებს, მიაწოდეთ სიტყვების შესაბამისი ობიექტები, რათა დაისწავლოს, რომ წარმოთქმულ სიტყვას გააჩნია თავისი მნიშვნელობა, აღნიშნავს რომელიმე საგანს ან რაიმე მოქმედების გამომხატველია.
  • მნიშვნელოვანია, რომ ერთ გარემოში დასწავლილი ქცევა, სხვა მსგავს მრავალ გარემოში გაამეორებინოთ. მაგალითად, თუ ასწავლით, ქუჩაზე გადასვლის წესებს, აღნიშნული აქტივობა სხვადასხვა ქუჩაზე გაამეორებინოთ.
  • თუ ბავშვი დამოუკიდებლად ჭამს სახლში, მაგრამ არ ჭამს რესტორანში თუ საბავშვო ბაღში, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ იგი ვერ ახდენს ამ ორ სივრცეს შორის მსგავსების პოვნას (რომ სხვა ფერის და ფორმის თეფში თუ სკამიც იგივე დატვირთვის მატარებელია, როგორც მისთვის ნაცნობი).  ზოგჯერ ძნელია ვიპოვოთ ის დეტალი, რომლიც ბავშვს სპეციფიკური ქცევის ასოციაციას შეუქმნის. თუ ასეთი დეტალი აღმოვაჩინეთ, სასურველია, ის გამოვიყენოთ სხვადასხვა გარემოში. აუცილებელია ქცევის დასწავლა მოხდეს აღნიშნული დეტალის გამოყენებით, ყველა იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ფუნქციონირება.
Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+