აუტისტური სპექტრის დარღვევა

როგორ ხდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის დიაგნოსტიკა?

Preview

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დასმა, ხშირად, ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს და ეფუძნება:

  • ინტერვიუებს მშობლებთან, მასწავლებელთან, აღმზრდელთან;
  • მოიცავს სხვადასხვა გარემოში დაკვირვებას;
  • ფორმალური შეფასების ინსტრუმენტების/ტესტების გამოყენებას უშუალოდ ბავშვთან.

თანამედროვე მსოფლიოში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის დიაგნოსტიკა ხდება ოქროს სტანდარტად აღიარებული ტესტების გამოყენებით. ესენია:

  • ADOS-2 (Autism Diagnostic Observation Scadule)
  • ADI-R (Autism Diagnostic Interier Revised) 
  • CARS 2 

ADOS-2 შედგება 5 მოდულისაგან, რომელთა შერჩევა ხდება პირის ასაკისა და მეტყველების ხარისხის გათვალისწინებით. ინსტრუმენტი ეყრდნობა პროვოცირებული სიტუაციებში ბავშვის ქცევაზე უშუალო დაკვირვებას.  აღნიშული შეფასების ინსტრუმენტი გამოიყენება 1 წლის ასაკიდან. ADOS -2 იძლევა ინფორმაციას არის თუ არა დიაგნოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სახეზე და რა სიმძიმითაა ისინი გამოხატული.

ADI-R-2 მოიცავს უშუალოდ ბავშვის ქცევაზე დაკვირვებას და მშობელთან ინტერვიუს. აღნიშნული ტესტი გამოიყენება ბავშვების შეფასებისთვის, რომელთა გონებრივი ასაკი შეესაბამება 2 წელს. ADI-R-2 წარმოადგენს სკრინინგ-ინსტრუმენტს და არ არის საკმარისი დიაგნოსტირებისთვის.

CARS2 შედეგება 3 ფორმისგან: I ფორმა (ST) - არის სტანდარტული რეიტინგის სკალა აუტიზმისთვის; II ფორმა (HF) - არის მაღალ ფუნქციურებისთვის; III ფორმა (QPC) - კითხვარი მშობლებისთვის. აღნიშნული შეფასების ინსტრუმენტი გამოიყენება 2 წლის ასაკის შემდგომ. ტესტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იძლევა აღწერით ინფორმაციას; არის დაკვირვების და ინტერვიუს მონაცემები; არ საჭიროებს სპეციალურ გარემოს ჩატარებისთვის.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტი, სანდოა დიაგნოზის გამოსარიცხად, მაგრამ დიაგნოზის დასადასტურებლად არასაკმარისია - მულტიდისციპლინური მიდგომის და სისტემური კლინიკური ანალიზის გარეშე.

 

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+