კონკრეტული მიზეზი რომელიც განაპირობებს აუტიზმის სპექტრის დარღვევას, დადგენილი არ არის. მაგრამ არსებობს რამდენიმე რის-ფაქტორი, რომელიც ზრდის აღნიშნული დარღვევის განვითარების რისკს. ესენია:
- გენეტიკური ფაქტორი - მემკვიდრეობითად ან გენების სპონტანური მუტაციით განპირობებული მდგომარეობა, რომელიც აისახება ნერვულ უჯრედებს შორის კომუნიკაციის დარღვევაზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე თავის ტვინში და ფუნქციონირების დაქვეითებაზე;
- გარემო ფაქტორები: ჰაერის დაბინძურება, ვალპროატის, ვერცხლისწყლის, ტყვიის ნივთიერების ზემოქმედება;
- მუცლად ყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ვირუსული ინფექციები;
- გართულებული ორსულობა, ჟანგბადის უკმარისობა;
- ნაყოფის მცირე წონა.