აუტისტური სპექტრის დარღვევა

შეგრძნებების ინტეგრაცია აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

სენსორული, იგივე შეგრძნებების ინტეგრაცია არის ნეირობიოლოგიური პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის. შეგრძნებების ეფექტურად გადამუშავება გვაძლევს ინფორმაციას ჩვენი სხეულის ფიზიკურ მდგომარეობასა და ირგვლივ არსებულ გარემოსთან დაკავშირებით. ასევე, უზრუნველყოფს ბავშვის წარმატებულ თანამონაწილეობას ყოველდღიურ აქტივობებში.

ბავშვმა შეიძლება უარი თქვას ახალი სვიტრის ჩაცმაზე, რადგან მას არ გააჩნდეს ნაცნობობის განცდა მისი ვიზუალური ხატის მიმართ. მრავალჯერადი შეხებისა და დანახვის გამოცდილება ეხმარება ბავშვს ნაცნობობის განცდის შემუშავებაში. ნებისმიერი ახალი სიტუაცია, მათ შორის ახლად დაწყებული თერაპიული პროცესიც, ბავშვისთვის წარმოადგენს არაორგანიზებულ და დისკომფორტის მომტან გარემოს. რის გამოც,  ბავშვის რეაქციები ხშირად არის პროტესტი და უარყოფა, მანამ სანამ ერთსა და იმავე გარემოში არ აღმოჩნდება მრავალჯერ და არ მოხდება ამ გარემოს, როგორც უსაფრთხოს და ნაცნობის წარმოდგენის შექმნა.

ვერბალური ინფორმაციის გადამუშავების სირთულიდან გამომდინარე სიტყვიერად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული შთაბეჭდილებებიც შეიძლება იყოს მწირი და არა შესაბამისი.

იმ შემთხვევაში, როცა კუნთებიდან, სახსრებიდან, ვესტიბულარული სისტემიდან მიღებული ინფორმაციის რეგისტრირებისა და ინტეგრაციის პრობლემაა, ბავშვს უჭირს საკუთარი სხეულის სწორად აღქმა, უჭირს გარემოსთან ინტერაქცია, ვერ ახერხებს მოძრაობების დაგეგმვას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე, რადგან ბავშვი შეიძლება ვერ ჩაერთოს სხვადასხვა თამაშსა და აქტივობაში, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული უნარების განვითარებას.

Close Dialog
About Sheaghe

Sheaghe is an online platform,  through which you will find organizations that serve people with disabilities and provide the following services: Social services, Health support services, Educational services, Legal support, Employment support services, etc

The tag is linked to a map showing service providers throughout Georgia, in your region, city or community, their exact address, contact details and detailed information about the service.

The service provider organization can be found using the search function. Through Sheaghe you can email the service provider and rate the service.

Also, through Sheaghe you can learn more about the various developmental disorders. Here you will find reliable information in simple language and clear images on the following disorders: cerebral palsy, autism spectrum disorder, Down syndrome, Attention Deficit Hyperactivity Disorder, Epilepsy, Tics and more. For each disorder, the signs of the disorder, the underlying causes, diagnostic issues, intervention strategies, recommendations, and more are discussed.

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+