აუტისტური სპექტრის დარღვევა

სენსორული სირთულეები აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დროს, შესაძლოა თავს იჩენდეს სტერეოტიპული მოქმედებები და ქცევები, რომლებიც, ხშირად, სენსორულ სტიმულაციას ემსახურება.

სტერეოტიპული / განმეორებითი ქცევებისა და მოქმედებების მრავალი მაგალითი არსებობს და ეს შესაძლოა, განსხვავებულად გამოიხატებოდეს ცალკეული ბავშვისა თუ მოზრდილის შემთხვევაში.          

მაგალითად, ბავშვი შეიძლება, ზედმეტად გატაცებული იყოს კონკრეტული ფერით, ხმით, ბრუნვადი ობიექტებით. ასევე, ინტენსიურად ყნოსავდეს გარკვეულ ნივთებს, ცდილობდეს შეეხოს სხვადასხვა ტექსტურას გადაჭარბებულად ან პირიქით - თავიდან ირიდებდეს მას.

შესაძლოა სენსორული ინტეგრაციიის სირთულეები სხვადასხვა შეგრძნებების მიმართ კონტრასტულ რეაგირებაში ვლინდებოდეს,     

მაგალითად: ბავშვი შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდეს თქვენს დაძახებას და ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ არ ესმის. თუმცა, იგივე მომენტში, ისეთ ხმაზე, როგორიცაა ტელეფონის ზარი თუ წყლის ჩხრიალი - ჰქონდეს მკვეთრი რეაქცია და ხმაურის ჩასახშობად ყურებზე იფარებდეს ხელებს.

სენსორული სირთულეების ამხსნელი  თეორიები
აუტიზმის სპექტრის დარღვევის შემთხვევაში არსებობს სენსორული ინფორმაციის გადამუშავების 3 ტიპის პრობლემა:

  1. არ ხდება სენსორული ინფორმაციის ადეკვატური რეგისტრირება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (თავის ტვინი).  ზოგიერთ სტიმულს საერთოდ არ ექცევა ყურადღება, ზოგიერთის მიმართ კი გადაჭარბებულ დაინტერესებას აქვს ადგილი.
  2. არ ხორციელდება მიღებული სენსორული ინფორმაციის მოდულაცია / დაბალანსება. სენსორული მოდულაცია არის ცენტრალური ნერვული სისტემის უნარი მოახდინოს გარემოდან მიღებული შეგრძნებების გადატანა, მათი კონტექსტისა და სიტუაციის შესაბამისად გაფილტვრა, სიძლიერის ოპტიმალური/ კომფორტული დონის განსაზღვრა/შენარჩუნება და ფოკუსირება კონკრეტულ ამოცანაზე. მაგალითად, სათამაშო მოედანზე თამაშის დროს, ბავშვს მიეწოდება სხვადასხვა ინტენსიური სტიმული - ეხება განსხვავებულ ზედაპირებს, ესმის ფონური და პირდაპირი ხმები, ასრულებს სხვადასხვა ფიზიკურ მოძრაობებს. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია მიღებული შეგრძნებების გაფილტვრა და ერთ კონკრეტულ ამოცანაზე ფოკუსირება - სასრიალოდან ჩამოსრიალება.
  3. თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სურვილების აღძვრაზე, სათანადოდ ვერ ასრულებს თავის ფუნქციას.  რის გამოც ბავშვი შესაძლოა  ავლენდეს მცირე ინტერესს ან საერთოდ არ აქცევდეს ყურადღებას იმ საგნებს თუ მოვლენებს, რომელთა მიმართ, რომელთა მიმართ ინტერესების ქონა მიიჩნევა ნორმად.

სენსორული ინფორმაციის რეგისტრაციის პრობლემა
უმეტესობა ჩვენგანს, ნაცნობ ქუჩაზე ჩავლის დროს, უეცრად შეგვინიშნავს რამე ისეთი, რისთვისაც ადრე არ მიგვიქცევია ყურადღება. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს ტვინს აქამდე ,,არ მიუღია გადაწყვეტილება“ აღნიშნული ობიექტის შემჩნევის საჭიროების ან მნიშვნელოვნების შესახებ. როგორც წესი, ნაკლებად ვაკვირდებით, თუ რატომ ხვდება ზოგიერთი რამ ჩვენი ყურადღების ველში, ზოგიერთი კი არა.

სენსორული ინფორმაციის რეგისტრაციის სირთულეების დროს, შესაძლოა ხდებოდეს სპეციფიკური შეგრძნებების იგნორირება (მაგალითად შეხება, გემო, სუნი…), ან პირიქით, ჩნდებოდეს მისი ინტენსიურად მიღების სურვილი. ბავშვი შესაძლოა არ რეაგირებდეს დაცემაზე, შეჯახებაზე, ტკივილზე და პირიქით ეძებდეს, სიამოვნებდეს ისეთი ძლიერი შეგრძნება, როგორიცაა - დაწოლა, მოჭერა, რაც ტიპური განვითარების ბავშვისთვის მტკივნეულად და უსიამოვნოდ განიცდება.

აუტიზმის სპექტრის დარღვევის დროს ძლიერი შეხება ხშირად  წარმოადგენს ტაქტილური სტიმულაციის ფორმას, რომელსაც მოჰყვება პოზიტიური რეაგირება ბავშვის მხრიდან.

ბავშვი ისწრაფვის  სპეციფიკური, ძლიერი შეგრძნებებისკენ რადგან მხოლოდ ძლიერ სტიმულებს შეუძლია მათ თავის ტვინში შეგრძნებების რეგისტრაცია.

ადამიანის თავის ტვინის ლიმბური სისტემის ნაწილი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რომელი სენსორული ინფორმაცია დარეგისტრირდეს, რომელს მიექცეს ყურადღება და რომელს არა. ასევე, იმაზე თუ რას მოვიმოქმედებთ ჩვენ მიღებული ინფორმაციის შედეგად. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის შემთხვევაში აღინიშნება თავის ტვინის აღნიშნული სტრუქტურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სირთულეები. რაც უფრო მეტად დეფიციტურია მისი ფუნქციონირება,  მით რთული ხდება ბავშვის ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ხდება სტიმულების სათანადო რეგისტრაცია, ტვინი ვეღარ ახდენს შეგრძნებათა დაბალანსებას (ნორმალიზებას).

ამის მაგალითია გადაჭარბებული მოძრაობების მოთხოვნილება,  როცა ბავშვი ხანგრძლივად, ინტენსიურად ტრიალებს, ქანაობს, ირწევა  და ეს არ იწვევს მათში დისკომფორტს თავბრუსხვევას ან გულისრევის შეგრძნებას, რაც ბუნებრივი რეაქციაა სხვა ბავშვებისთვის.

ხდება ისეც, რომ ერთ დღეს ტვინი ახდენს სპეციფიკური შეგრძნების რეგისტრირებას და ვერ ახდენს მსგავსი შეგრძნების რეგისტრირებას მეორე დღეს.

მოსწონს მშობლის ფეხსაცმლით თამაში, მაშინ როდესაც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას საკუთარ ფეხსაცმელს, შეუძლია კვერცხის შეწვა, მაგრამ  არ შეუძლია მაგიდის გაწყობა... ყოველივე ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ბავშვის მიზანმიმართული სიჯიუტე, რომ მშობლები გააბრაზოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოტივაციის  შექმნა, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.     

Close Dialog
About Sheaghe

You can use Sheaghe to search for any type of rehab service in Georgia. We have a whole database of service providers on the website; each of them registered according to their location, category of service and the types of service they provide.

Using the search tool on the home page of Sheaghe, you can search for registered services by name, region, exact address, or by using keywords that describe the service you are looking for. Alternatively, or for a broader search, you can browse the categories of service, all of which are listed on the right hand side of the home page.

Once your search results appear on the map, simply click on the marker to learn more about that specific service. From here, you can also follow the link to the Service Provider’s profile page, which gives you more detailed information about the services they provide as well as how to find them. You can also message the service provider directly through Sheaghe by using the instant messaging feature at the bottom of the Service Provider’s Profile page.

If you are a service provider and would like to know more about registering your services on Sheaghe, please see here

PARTNERS
MAC seeks to transform the lives of the most vulnerable around the world by providing them with the resources they need and by strengthening the systems and individuals that provide them care. Data Communication: Innovative. Effective. Simple.
CONTACT
MAC Georgia

Contact Address Address: 3 Kavsadze, Second Floor, Tbilisi, Georgia

Contact Phone Phone: Free Hotline: 0 800 900 902; Office #: 2197378

+