აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან შესაძლოა ვლინდებოდეს:
- ჩამორჩენა მეტყველების დაუფლების საფეხურზე (თავიდანვე) ან მეტყველების გამოხატული გაუარესება, ლექსიკის გაღარიბება 2 წლის ასაკის შემდგომ. (მაგალითად, შესაძლოა ბავშვი 2 წლამდე ამბობდეს ორ სიტყვიან წინადადებებს, იცოდეს მოკლე სიმღერა, ლექსი, პასუხობდეს მარტივ შეკითხვას და დროდადრო, უფრო მეტის სწავლის ნაცვლად, ეს დაუფლებული ცოდნაც აღარ, ან გაუარესებულად ვლინდებოდეს);
- ხმის უჩვეულო ტემბრი და წამღერებითი ინტონაციები მეტყველებისას;
- ამოჩემებული სიტყვების და ფრაზების ხშირი გამეორება - კომუნიკაციის დამყარების განზრახვის გარეშე (მაგალითად, შეიძლება იმეორებდეს ბოლოს მოსმენილ, ან ამოჩემებულ სიტყვას ფრაზას, სიტუაციის შეუსაბამოდ);
- დიალოგის დაწყების ან გაგრძელების სირთულე;
- სურვილებისა და მოთხოვნილებების სიტყვიერად გამოხატვის პრობლემა
- მარტივი მტკიცებითი და კითხვითი ფორმის წინადადებების გაგების პრობლემა;
- იუმორის, ირონიის, სარკაზმის თუ ანდაზის წვდომის/ გაგების დეფიციტი.